კარწახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2019 წელი ღონისძიებით გააცილეს
30-12-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კარწახის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება ჩაატარეს.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს მადლობას უხდის.
„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ყოველთვის ცდილობს მოსწავლეებს ლამაზი დღეები აჩუქოს. თავის მხრივ, გრძნობენ ამას აღსაზრდელები და მათი დიდი შრომის შედეგად სკოლა ხდება თვითმხილველი ულამაზესი დღეების. ახლაც, მესამე კლასის დამრიგებელმა ნარინე ნაზარეთიანმა და სკოლის მესამე კლასელებმა აღაფრთოვანეს მაყურებელი. საახალწლო განწყობა და ბევრი პოზიტივი - აი, ეს იყო ამ ულამაზესი დღის მიზანი... ხოდა, მიზანიც მიღწეულია, დიახ, საახალწლოა განწყობა, დიახ, არის ბევრი პოზიტივი...“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს