სკოლა-ლიცეუმ „ნერგების“ უფროსკლასელებს უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ ჩოხარაძემ უმასპინძლა
30-12-2019
ბათუმის სკოლა-ლიცეუმ „ნერგების“ უფროსკლასელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მალხაზ ჩოხარაძემ, უმასპინძლა.

მოსწავლეებმა დოკუმენტური ფილმი - „ამბავი თორმეტი სავანისა“ ნახეს.

ფილმის ჩვენების შემდეგ დისკუსია გაიმართა და პროფესორმა მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხა.

სკოლა-ლიცეუმ „ნერგები“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მალხაზ ჩოხარაძეს მადლობას უხდის.

შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თეონა კეკელიძის, ორგანიზებით  გაიმართა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203