
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ვალის N2 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის ღონისძიება მოაწყვეს.
ღონისძიებას ორგანიზება ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლებმა გაუწიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „სამი გოჭის“ ამბის ახალი ინტერპრეტირება ხელნაკეთი თოჯინების თეატრითა და არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმებით ყველა ასაკის მაყურებლისათვის საინტერესო და ძალზედ სახალისო აღმოჩნდა.
„სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებისა და მუსიკის კრეატიული მასწავლებლების ორგანიზებით სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის და ქალაქ ვალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.
„სამი გოჭის“ ამბის ახალი ინტერპრეტირება ხელნაკეთი თოჯინების თეატრითა და არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმებით ყველა ასაკის მაყურებლისათვის საინტერესო და ძალზედ სახალისო აღმოჩნდა, მადლობა ქალბატონ ია ელიოსიძესა და თამარ ჩიტაშვილს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებისათვის და მეექვსე კლასის დამწყებ მსახიობებს.წარმატებები!
იხილეთ ფოტოები