ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს
30-12-2019
ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში IV, V, VI, VII კლასების მოსწავლეებმა საშობაო-საახალწლო თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

მათ ხელოვნების მასწავლებელი, მაკა ჟვანია, ხელმძღვანელობდა.

გამოფენაზე საახალწლო დეკორაციები, ბარათები და კრეატიული ნაძვის ხეები წარმოადგინეს.

„მოსწავლეებმა დიდი რუდუნებით იმუშავეს, რომ დღეს კარგად წარმოჩენილიყვნენ. შემოსული თანხით ახალ წელს ლამაზად მიულოცავენ მიუსაფარ მოხუცებს. ბედნიერი ახალი წელი სრულიად საქართველოს“, - წერია სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203