მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის ფარგლებში საინტერესო აქტივობებით დატვირთული შეხვედრა ჩატარდა
30-12-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში, სახელმწიფო კათედრის ხელმძღვანელობით, მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა შედგა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრამ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საინტერესოდ ჩაიარა.
„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს წაკითხული წიგნების პრეზენტაცია. დღე შთამბეჭდავი იყო მოსწავლეებისა და დამსწრე მასწავლებლებისათვის. მადლობა ჩვენს მოსწავლეებს და კლუბის დამფუძნებელს. „ჩვენ ხომ წიგნის სიყვარული გვაერთიანებს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.