ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის ქალთა და ვაჟთა გუნდებმა მაგიდის ჩოგბურთის ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს
27-12-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის ქალთა და ვაჟთა გუნდებმა მაგიდის ჩოგბურთში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2020“-ის შესარჩევ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავეს.

გამარჯვებული გუნდი რეგიონულ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

„გაგვახარეს ჩვენმა მოსწავლეებმა. წარმატებები მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს, ჯანიერ ფიფიას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

18 დეკემბერს, ჟორა მზარელუას სახელობის ჭადრაკის სახლში გამართულ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - 2020“-ის შესარჩევ ტურნირში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 16- მა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203