ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა მოაწყვეს
27-12-2019
თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საკუთარი ინიციატივით, საახალწლო ღონისძიება და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სიტყვები წარმოთქვეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ და საბოლოოდ, კმაყოფილებიც დარჩნენ. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა -გაყიდვამაც კარგად ჩაიარა.