2020 წელს 26 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 24 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი
28-12-2019
თბილისის 2020 წლის ბიუჯეტში ახალი საბავშვო ბაგა ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის 24 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოში ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
„24 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი დაახლოებით 26 ბაღის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის, ზოგ შემთხვევში ხდება ბაღის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი უსაფრთხო შენობის აშენება“, - განაცხადა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ჯამში 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს