ბანძის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა
27-12-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ბანძის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

მე-4 კლასის ღონისძიება უჩვეულო ფორმატში მიმდინარეობდა. სკოლის ინფორმაციით, „შემეცნებით-გასართობ პროგრამას კარგად შეერწყა შოუს ელემენტები, სიმღერები, ცეკვები და ლექსები“.

ვიქტორინაში ორი გუნდი მონაწილეობდა.

კითხვები საქართველოში შობა - ახალი წლის ტრადიციებს( კალანდობა - ახალი წელი, ჩიჩილაკი - ნაძვის ხე, თოვლის პაპა - სანტა კლაუსი, ლეგენდები მათზე) მოიცავდა.

გუნდებისთვის სააზროვნო ამოცანები საინტერესო გამოდგა.

ბოლოს გუნდის კაპიტნებმა ბლიც-კითხვებს უპასუხეს. იდუმალმა სანტამ კი გუნდის თითოეულ მონაწილეს საჩუქრები დაურიგა.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მე-4 კლასის მშობლებს, მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს, მზია-თამარა ქობელაშვილს, საინტერესო საახალწლო ღონისძიების ჩატარებისათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203