საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავისუფალ ჭიდაობაში ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს
27-12-2019
საგარეჯოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავისუფალ ჭიდაობაში რესპუბლიკურ შესარჩევ ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დათო კუჭუაშვილმა და თორნიკე ასაბაშვილმა ოქროს მედლები, ხოლო შალვა გულისაშვილმა ბრინჯაოს მედალი მიიღო.
„მორიგი წარმატება ქალაქ საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეების თავისუფალ ჭიდაობაში! ლიცენზია საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობისთვის! სკოლა ულოცავს ჩვენს ჩემპიონებს და მათ მწვრთნელს- ჩვენი სკოლის დამსახურებულ პედაგოგს რამაზ ასაბაშვილს ამ დიდ წარმატებას!“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.