კარწახის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
27-12-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კარწახის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.

„დამდეგი 2020 წელი...დღე ბევრი სიხარულის, მრავალი ლამაზი და თბილი სიტყვის, მილოცვის, სურვილების, სიყვარულის...აი, ასეთი იყო 24 დეკემბერი კარწახის საჯარო სკოლაში. ულამაზესი დღე აჩუქა სკოლას მასწავლებელმა სათენიკ ვარდერესიანმა, სიახლეებმა, რომელიც შეიტანა მან, საღამო შთამბეჭდავი გახადა....არ იგრძნობა ქარი, სიცივე, ყინვა და თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგადად ამ დროისთვის დამახასიათებელი, თანაც უჩვეულო, შუქის წასვლა...ხალისს, სილამაზეს არაფერი დაკლებია ამით.

დასასრულ, არავის უნდოდა დამთავრებულიყო საღამო. გახალისდნენ, მასწავლებლებიც, მოსწავლეებიც და მშობლებიც და მათი სურვილი იყო მხოლოდ ერთი, ქალბატონი სათენიკის მიმართ, კიდევ ბევრი ასეთი ლამაზი დღე აჩუქოს მათ....“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203