მანავის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული საახალწლო განწყობაა
27-12-2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მანავის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
სკოლის ინტერიერი და საკლასო ოთახები ნაძვის ხით და საახალწლო აქსესუარებით გაფორმდა, მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა მიერ მოიხატა ფანჯრები.
ღონისძიებაზე სკოლის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იმედის“ მიერ მომზადებული ნომრები, კლასების მიერ მომზადებული მინი სკეტჩები და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. მოსწავლეებს თოვლის ბაბუის საჩუქრებიც გადაეცათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „კლასის დამრიგებლებმა მშობელთა აქტიური ჩართულობით შეძლეს ბავშვებისათვის საახალწლო განწყობის შექმნა“. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“