ყვარელწყლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საახალწლო სანახაობით წარდგნენ
27-12-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის ყვარელწყლის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საახალწლო სანახაობით წარდგნენ და მაყურებელს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნეს.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ და საბოლოოდ, კმაყოფილებიც დარჩნენ.
„ჩვენი სკოლის სახელით სრულიად საქართველოს ვულოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, უსურვებთ მშვიდობას, სიხარულს, სიკეთეს... ჩვილი ღვთისა იყოს სრულიად საქართველოს მფარველი!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.