წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
27-12-2019

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. IV კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.

„კიდევ ერთი საინტერესო, შინაარსიანი ხალისითა და სიყვარულით სავსე დღე გვაჩუქეს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ლ.ციბაძე),  ვიმოგზაურეთ საახალწლო  ზღაპარში  სპექტაკლით  „ზამთრის ზღაპარი“.

გიმნაზიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის პედაგოგებს - ლელა ციბაძესა და მარიამ რობაქიძეს, რომლებმაც დიდი მონდომებითა და რუდუნებით მოამზადეს ღონისძება.

მოსწავლეებმა მოგვილოცეს შობა - ახალი წელი და შეგვიქმნეს ახალი წლისთვის საზეიმო განწყობა“,-აღნიშნულია სასულიერო გიმნაზიის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203