ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს ლაშქრობის თემაზე ვიდეოფილმები აჩვენა
27-12-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ნახუნაოს საჯარო სკოლის დირექტორმა, გერასიმე კიკალიშვილმა, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ერთდღიანი და მრავალ დღიანი ლაშქრობის მოწყობისა და მომზადების შესახებ ვიდეოფილმები აჩვენა.
აქტივობა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში განხორციელდა.
მოსწავლეები ლაშქრობის მოწყობის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.