
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის საჯარო სკოლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტმა განახორციელა პროექტი პროფესიული უნარების განვითარების კურსი ,,ვებ პროგრამირებაში“.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სკოლას საჩუქრად გადაეცა 3 პერსონალური კომპიუტერი, ერთი პროექტორი და ერთი პრინტერი, სულ 5491 ლარის ღირებულების.
პროექტში ჩართული მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები და საჩუქრები.
„განსაკუთრებულ მადლობას უხდის სკოლის დირექცია ამ პროექტის ორგანიზატორს ჩვენი სკოლის კუსდამთავრებულს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტის პროფესორს - ბატონ მამუკა გოგელიას“,- აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები