ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
27-12-2019
მალხაზ აბაშიძის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის, ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა ახალი წლისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს და საინტერესო თეატრალური ნომრები წარმოადგინეს.
ზეიმის დასასრულს თოვლის ბაბუამ ბავშვებს ბედნიერი ახალი წელი უსურვა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.