გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი დადგეს
27-12-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლოდ სპექტაკლი დადგეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პატარა მსახიობებმა მაღალი ოსტატობით შეასრულეს „შობის ღამის ჯადოსნური სიზმარი“.

საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VI-VII კლასები, რომლებსაც მასწავლებელი ნათია ყაჭეიშვილი ხელმძღვანელობდა და III-V კლასები, რომლებსაც მასწავლებელი ნინო სანიკიძე ხელმძღვანელობდა.

„მადლობა ჩვენს ნიჭიერებს და ხელმძღვანელ მასწავლებლებს! დაგბედებოდეთ წინსვლა და წარმატებები!“-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203