ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
27-12-2019
ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-51 კლასში 25 დეკემბერს მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  ღონისძიება ხელნაკეთი საახალწლო სუვენირების გამოფენა-გაყიდვით დაიწყო და მხატვრულ- მუსიკალური კომპოზიციით - „ერთად ყოფნა გვიხარია“ გაგრძელდა. ღონისძიების შემდეგი ნაწილი -  „ჩემი ფიქრები“ განსაკუთრებით საინტერესო, სახალისო და ემოციებით გაჯერებული იყო. ღონისძიება „იდუმალი სანტას“ საჩუქრების გადაცემით დასრულდა.

„სკოლის მეხუთე პირველ კლასში ჩატარდა საახალწლო ღონისძიება, რომელიც ხელნაკეთი საახალწლო სუვენირების გამოფენა-გაყიდვით დაიწყო. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. გამოფენის შემდეგ გაიმართა მხატვრულ- მუსიკალური კომპოზიცია „ერთად ყოფნა გვიხარია“. ღონისძიების შემდეგი ნაწილი „ჩემი ფიქრები“- განსაკუთრებით საინტერესო, სახალისო და ემოციებით გაჯერებული იყო. როგორი იყო ერთად გატარებული ნახევარი წელი? რა იყო საინტერესო? როგორ შეაფასებდით? ბავშვებმა გულწრფელად გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები, დამოკიდებულებები და მოლოდინები. ბოლოს - „იდუმალი სანტა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203