ბიწმენდის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
27-12-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ბიწმენდის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ბავშვებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი თავი“.

მოსწავლეებმა ღონისძიების დამსწრეებს შობა-ახალი წელი ლექსებით მიულოცეს, ასევე სიმღერები, ცეკვები და სხვადასხვა პაროდია წარმოადგინეს.

მე- 4 კლასის მოსწავლეებმა დამსწრეებს საქართველოს სხვასხვა კუთხეების საახალწლო ტრადიციები გააცნეს.

„მათ წარმოგვიდგინეს დადგმა „ტყის საახალწლო ზღაპარი“, რითაც გააცილეს 2019 წელი და დახვდნენ ახალ, იმედიან ახალ 2020 წელს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203