
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვილიშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად წინსაფრები მოირგეს და საშობაო ნამცხვრები გამოაცხვეს.
პატარა მზარეულებისთვის დღე ძალიან სახალისო და საინტერესო იყო.
„მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ნათია ფაჩუაშვილის ხელმძღვანელობით ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. ბავშვებმა მოაწყეს პატარა სამზარეულო. გამოაცხვეს საშობაო ნამცხვრები, იმღერეს, იცეკვეს და მხიარული განწყობა შექმნეს“,-განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები