ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის საჯარო სკოლაში 26 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - საცეკვაო ნომრები შეასრულეს და იმღერეს, წაიკითხეს საახალწლო ლექსები, დადგეს სასცენო სკეტჩები. თოვლის ბაბუამ კი ისინი საახალწლო საჩუქრებით დაასაჩუქრა.
„მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთნენ და შეასრულეს ცეკვისა და სიმღერის ნომრები, წაიკითხეს საახალწლო ლექსები. დადგეს სასცენო სკეტჩები, თოვლის ბაბუამ კი ისინი საახალწლო საჩუქრებით დააჯილდოვა. მობრძანებულმა სტუმრებმა, მშობლებმა, კოლეგებმა მადლობა გადაუხადეს თამთა გოგოლიძეს, ჩვენს საყვარელ პედაგოგს გაწეული მუშაობისათვის..საახალწლო განწყობის შექმნისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები