ახალციხის N5 საჯარო სკოლის პედაგოგებს სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ
27-12-2019
ახალციხის N5 საჯარო სკოლის პედაგოგებს წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

ახალციხის რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგებს წამყვანი და უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ, ახალციხის N5 საჯარო სკოლაში გადასცა.

„ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ თითოეული სერტიფიკატის მიღმა მასწავლებელთა დაუღალავი შრომა, მოსწავლეების მიმართ დიდი სიყვარული და მზრუნველობა დგას. მან მასწავლებლებსა და სკოლების დირექტორებს  მიულოცა  წარმატება და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლა ყველას და განსაკუთრებით საკუთარ პედაგოგებს წლების განმავლობაში გაწეული შრომის სტატუსით აღიარებას ულოცავს და შემდგომში წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203