„ახალი წლის ტრადიციები საქართველოში“- ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა
27-12-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასწავლო პროექტის ახალი წლის ტრადიციები საქართველოში შემაჯამებელი ღონისძიება.

პროექტის ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა ჩიხლაძე იყო.

მოსწავლეებმა საზეიმო სამზადისის დროს დაამზადეს კედლის საახალწლო გაზეთები, დაამზადეს დეკორატიული ბუხარი და საკლასო ოთახი ლამაზად მორთეს.

„ღონისძიებაზე შეიქმნა საახალწლო განწყობა, იხალისეს, როგორც მონაწილეებმა, ასევე დამსწრე მოსწავლეებმა და მიულოცეს ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203