მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა
27-12-2019
წყალტუბოს მუნიციპლიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მე-7 და მე-11 კლასების მოსწავლეების მონაწილეობით სახალისო ვიქტორინა ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიქტორინა მათემატიკის კათედრამ დაგეგმა.

„მოსწავლეთა ჩართულობამ მოლოდინს გადააჭარბა. 4 რაუნდიან ტურში 40 შეკითხვის 33 სწორი პასუხით პირველმა გუნდმა გაიმარჯვა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

მოსწავლეებს ნინო დიდიძე და დარეჯან გოქსაძე ხელმძღვანელობდნენ. სკოლის წარმომადგენელი მათ და მოსწავლეებს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203