წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თექის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
27-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, პროფესიული უნარების განვითარების ფარგლებში, სამი თვის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობდა თექის მხატვრული დამუშავების მოკლე სასერტიფიკაციო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მოსწავლეებს პედაგოგი რუსუდან ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა.  

„პროგრამის ფარგლებში მოეწყო გამოფენა. გვინდა მორიგი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს გოგონებს, რომლებიც აქტიურად  და მონდომებით იყვნენ ჩართული აღნიშნულ პროგრამაში“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203