ორხვის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“ გაიმართა
27-12-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება „შემოდგომის ფერები“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, ღონისძიება ბუნებისმეტყველებისა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა მოაწყვეს.
მისივე თქმით, მოსწავლეები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა სახის ნახატები შექმნეს, ფიგურები გამოძერწეს და გამოფენა (ფოტოკოლაჟი) მოაწყვეს.