სავანეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი ჩატარდა
27-12-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი ჩატარდა. ღონისძიებაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.

„ახალი წელი ახალი იმედების და ოცნებების  წელია. განსაკუთრებით საინტერესოა დეკემბრის ბოლო სამი კვირა, როცა საახალწლო მზადება და განწყობაა ყველგან: სკოლასა თუ სახლში.

ახალი წლის ზეიმი გაიმართა სავანეთის საჯარო სკოლის I-III- IV კლასებში, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ სკოლის დირექტორი, ქალბატონი ინგა მიქელაძე და ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგი: მთვარისა ლეთოდიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები და პედაგოგები.

თითქმის ყველა ბიჭს თოვლის ბაბუის ფორმა ეცვა, ნაძვის ხე ლამაზად მოერთოთ.  საახალწლო გარემო იყო მეტად მშვიდობიანი, სასიამოვნო. მოსწავლეები  მღეროდნენ, ცეკვავდნენ. ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა მეტად საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანაში  ვინ როგორ ხვდება ახალ წელს

„ახალი წელი, ახალი წელი,

დიდი ოცნების, ცვლილების  წელი,

დაგვბედებოდეს სიკეთე უხვი,

ახალ წელს ყველა იმედით ველით.“

საქართველოში დამკვიდრებული   წესების თანახმად, როგორც შეხვდები ახალ წელს, ასე დაგებედებაო“,  ხოდა სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიხალისით, სიმღერით შეხვდნენ ზეიმზე მოსულ თოვლის ბაბუას, რომელმაც უხვი საჩუქრები გადასცა მოსწავლეებს, ასევე ცოდნა, ინტელექტის ამაღლება, გონებრივი შესაძლებლობების უწყვეტი განვითარება და  წარმატებები უსურვა“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203