გორისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა-პრეზენტაცია მოაწყვეს
27-12-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლის IX, X, XI კლასის მოსწავლეებმა გერმანული ენის პედაგოგის, ლელა ლაბაძის, თანადგომითა და დახმარებით გამოფენა-პრეზენტაცია მოაწყვეს.
მოსწავლეებმა გერმანული საახალწლო და საშობაო ტრადიციები, ისტორიები და საშობაო სიმღერა „ო ტანენბაუმ“ წარმოადგინეს.
გამოფენა-პრეზენტაცია საინტერესოდ წარიმართა და დიდი მოწონება დაიმსახურა.