არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მოსწავლეებმა მიგრანტთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
03-02-2019

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-3 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ინეზა ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება დაუვიწყარი და გულშიჩამწვდომი ემოციით იყო დახუნძლული.

„უჩვეულო, დაუვიწყარი და გულშიჩამწვდომი ემოციით დახუნძლული ღონისძიება ჩატარდა არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-3 კლასში (პედაგოგი: ინეზა ჯიშკარიანი), რომელიც მიგრანტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. საახალწლო განწყობით, ახალი იმედებით მოსწავლეები მოეფერნენ სახლიდან წასულ, ემიგრაციაში მყოფ თავიანთ ახლობლებს, ბევრი თბილი, ტკბილი სიტყვა მიუძღვნეს და ინატრეს მათი მალე უკან, საქართველოში დაბრუნება. ემოციური ფონი კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა ემიგრაციაში მყოფი მშობლები და ახლობლები ინტერნეტის საკომუნიკაციო საშუალებით გამოვიდნენ ხაზზე და ტელეეკრანიდან მოეფერნენ თავიანთ შვილებს, დამსწრე საზოგადოებას“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203