
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყანდაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნანიკო სამბელაშვილი სიმღერის კონკურსში „ახალი თაობა“ მონაწილეობს. კონკურსი კახეთში ტარდება.
„ნანიკო სამბელაშვილი ერთნაირი წარმატებით ასრულებს როგორც ქართულ, ისე უცხოურ სიმღერებს. ნანიკო ჟიურისა და მაყურებლის მოწონებას იმსახურებს.
სკოლა ულოცავს ნანიკოს წარმატებას და უსურვებს პროექტში გამარჯვებას“,-აღნიშნულია დირექციის განცხადებაში.