ბათუმის N23 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრები ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ
26-12-2019
ბათუმის N23 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა კლუბ „მამულიშვილნის“ წევრები ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები სრულად ასახავდა აჭარის, საქართველოს ამ უძველესი კუთხის, ყოფაც-ხოვრებას“.

კლუბის წევრები შეხვდნენ და ესაუბრნენ მუზეუმის დამაარსებელს, ქემალ თურმანიძეს, რომელიც  მუზეუმის დასაარსებლად 38 წელი მუშაობდა.

ის ხეზე კვეთის ოსტატიცაა და მისმა ნამუშევრებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კლუბის წევრებზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203