საგარეჯოს N3 სკოლის მოსწავლემ, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიგი ქურხულმა ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირზე I ადგილი დაიკავა
26-12-2019
საგარეჯოს N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიგი ქურხულმა მსოფლიო ჩემპიონის ზარიბეგ ბერიაშვილის სახელობის ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში I ადგილი დაიკავა.
გიგი ქურხული ჭაბუკებს შორის 65კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ.
მწვრთნელები რამაზ ასაბაშვილი და დავით ბაბუნიძე არიან.