
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას ქუთაისის მოსწავლეთა ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინე მარჯანიშვილი და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი თორნიკე მარჯანიშვილი ესტუმრნენ.
სასკოლო ფესტივალის ფარგლებში მონაწილე სკოლის თეატრალური დასის „ოტიაურის“ წევრებს, ასევე სკოლის დასს ნომინაციაში - „ოტია იოსელიანის შემოქმედების საუკეთესო ინტერპრეტაცია“ დიპლომი გადაეცათ.
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა ფესტივალში აქტიური მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა.
„ეს დიდი პატივი გახლდათ სკოლისათვის, შეხვედრა მოხდა სკოლის სააქტო დარბაზში. სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ სტუმრებს საჩუქრად გადასცა ჩვენი სკოლის თექის სწავლების პროგრამის მოსწავლეთა მიერ შექმნილი სიმბოლური, საახალწლო სუვენირები“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები