
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრინის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენლები გუმბრინის ადმინისტრაციული ერთეულიდან, გუმბრინის საბავშვო ბაღის მენეჯერი, საპატიო სტუმარი - აფხაზეთის ომის გმირის, გოჩა წულაიას დედა-მანანა წულაია, მოსწავლეთა მშობლები და პედაგოგები.
ღონისძიება დაიწყო სკოლის დირექტორის - ქეთევან როყუას მისასალმებელი და მისალოცი სიტყვით. შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ხვიჩა გურეშიძე და ლალი ხაზარაძე. მათ დალოცეს სკოლის მოსწავლეები და წარმატებები უსურვეს.
„ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს მონტაჟი „ახალი წელი ტყეში“, ასევე შეასრულეს სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ღონისძიების ბოლოს მანანა წულაიამ მოსწავლეებს დაურიგა საახალწლო საჩუქრები, დალოცა ისინი, მათი მშობლები და მთელი პედაგოგიური კოლექტივი.
ღონისძიება მხიარული, შინაარსიანი და ლამაზი იყო, რომელიც დიდხანს დაამახსოვრდებათ ჩვენს პატარებს და დამსწრე საზოგადოებას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები