ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“ განახორციელეს
26-12-2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „ჩვენ ვირჩევთ სიცოცხლეს“ განახორციელეს.

პროექტის ავტორები არიან: ლევან კვარაცხელია და ანი ჩანგელია.

მოსწავლეებმა მოამზადეს ვიდეორგოლი და თანატოლებს მოუწოდეს, შეიყვარონ სიცოცხლე და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად იბრძოლონ.

„არადა ცხოვრება მშვენიერია“; „სიცოცხლეს ყოველთვის აქვს აზრი“; „მე გავხდი ცხოვრებას უკეთესს“; „ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“; „გა-დარჩით“; „არ ჩააბარო წარსულს შენი მომავალი“ - ასეთია მოსწავლეების მოწოდებები.

მოსწავლეებმა პროექტი გარდაცვლილ მოზარდებს მიუძღვნეს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203