ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ფერმერს ესტუმრნენ
26-12-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ღონისძიების- „მეფუტკრეობა“ ფარგლებში ფერმერს ესტუმრნენ.

ღონისძიების მიზანი სოფლის მეურნეობის ამ დარგით მოსწავლეთა დაინტერესება იყო.

ფერმერი გურგენ ძიძიგური მოსწავლეებს თემაზე „მეფუტკრეობა ჩვენს ცხოვრებაში“ ესაუბრა.

„ლექციის შემდეგ მოსწავლეები ეწვივნენ გურგენ ძიძიგურს სტუმრად და ნახეს მისი მეურნეობა. ფერმერმა პრაქტიკულად აუხსნა დამსწრე საზოგადოებას ფუტკრის მოვლის წესები და თაფლის წარმოება. ბოლოს დააგემოვნეს თაფლი. მოსწავლეებმა გამოხატეს ინტერესი დაეუფლნენ ფუტკრის მოვლა წესებს და სისტემატურად ეწვივნონ ფერმერს რჩევების საკითხავად“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203