გორისის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
26-12-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის გორისის საჯარო სკოლაში საახალწლო ზეიმი ჩატარდა.
ზეიმზე მოსწავლეებს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს და თემატური სიტყვები წარმოთქვეს. მოსწავლეებმა საზეიმო კოსტიუმებიც მოირგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ზეიმში დიდი სიხარულით ჩაერთნენ და ისინი და მასწავლებლებიც საბოლოოდ კმაყოფილები დარჩნენ. ზეიმმა სასიამოვნოდ ჩაიარა.