
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაშის საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის ნინო ნიკურაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა სპორტული ჩემპიონატი შაშსა და დარტსში. გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები.
შაშში: I ადგილი მოიპოვა მეგი ხაზარაძემ (VI კლასის მოსწავლე), II ადგილი - ილია კაშიამ (VII კლასის მოსწავლე), III ადგილი - თორნიკე ნუცუბიძემ (V კლასის მოსწავლე).
დარტსში: I ადგილი მოიპოვა მათე ჟორჟოლიანმა (V კლასის მოსწავლე), II ადგილი - ქეთი მაჭარაშვილმა (VII კლასის მოსწავლე), III ადგილი - ლალი კაშიამ (VII კლასის მოსწავლე).
მოსწავლები სკოლის დირექციისა და სპორტის მასწავლებლის მიერ დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებით.
იხილეთ ფოტოები