ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ
26-12-2019
ვალის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, კლუბ „ეკო-Vision-ის“ წევრები, ეკა ხითარიშვილი და ემზარ გოზალიშვილი, ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

სამუშაო შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის ბავშვთა დაცვის მიმართულების ფარგლებში და  ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის ფარგლებში მოქმედ უსაფრთხოების კომიტეტებთან სამოქმედო გეგმების გაწერის მიზნით ჩატარდა.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართული არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლის, ვალის N2 და ადიგენის მუნიციპალიტეტის, ბოლაჯურის საჯარო სკოლები.

შეხვედრას მოწვეული ტრენერები, ნინო ყიფიანი და ლელა კლდიაშვილი, უძღვებოდნენ.

ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამის მიზანი სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობაა.

„უსაფრთხო სკოლა სრულფასოვანი განვითარების საფუძველია“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203