უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა ლადო აფხაზავამ ტრენინგი ჩაუტარა
26-12-2019
25 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის უწერის საჯარო სკოლას, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა ესტუმრა.
ლადო აფხაზავამ სკოლაში ადამიანთა უფლებებზე ტრენინგი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით სტუმარმა სკოლის მე-9 და მე-11 კლასის მოსწავლეები სხვდასხვა სახალისო აქტივობაში ჩართო. მისი შეფასებით, ტრენინგი იყო მრავლისმომცველი, საინტერესო და სიახლეების მომცველიც.