ცაგერის მუნიციპალიტეტის ორხვის საჯარო სკოლაში სპორტული აქტივობები მოეწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტივობებში დიდი სიხარულით ჩაერთნენ.
„სკოლის სპორტის მასწავლებელმა მოაწყო ღონისძიება - „მხიარული სტარტები“, რომლშიც მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ. მოეწყო კონკურსი ჭიდაობაში. გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდა სიგელით“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.