
თბილისის N108 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ლიზი ტყეშელაშვილის დახმარებას.
„ლიზის დაუდგინდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე, რის გამოც საჭიროებს ოპერაციას საზღვარგარეთ. სასკოლო საზოგადოებამ გულთან ახლოს მიიტანა ლიზიკოს ჯანმრთელობის პრობლემა და გადაწყვიტა 24-25 დეკემბერს ჩაეტარებინათ ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის გამოფენა-გაყიდვა.
მოსწავლეებმა დაამზადეს თექის სათამაშოები, ხელნაკეთი ნაძვის ხეები, ნაძვისხის სათამაშოები და სხვა დეკორაციები, წიგნის სანიშნეები, მისალოცი ბარათები, სხვადასხვა სახის ტკბილეული“,-განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები