წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მწერლებმა სოფიო კუბლაშვილმა და ილია ჭანტურიამ მასწავლებლისთვის შექმნილი მოთხრობა წარუდგინეს
26-12-2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის წაღვერის საჯარო სკოლაში მწერალი სოფიო კუბლაშვილი და ავტორი ილია ჭანტურია იმყოფებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მწერლებმა- სოფიო კუბლაშვილმა და ილია ჭანტურიამ მოსწავლეებს თავიანთი მოთხრობები წარუდგინეს.

„მე-9 კლასში არაჩვეულებრივი, საინტერესო, გულწრფელი, ჭკვიანი ბავშვების წინაშე მწერალმა სოფიო კუბლაშვილმა მოთხრობა „მონადირე" წარადგინა, ხოლო მწერალმა ილია ჭანტურიამ მოთხრობა „მშვიდად, გაკვეთილი იწყება“. მადლობა ქალბატონ მონიკა ჭანტურიას და სკოლის დირექციას საინტერესო პროექტისთვის. ასევე, მადლობა ქალბატონ ნატო ინგოროყვას. „ათი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისთვის“– ამ პროექტმა უნდა იმოგზაუროს უამრავ სკოლაში - ამბობს ერთ-ერთი მოწვეული ავტორი.

მე-9 კლასს  ქართულს პედაგოგი მონიკა ჭანტურია ასწავლის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203