მაღლაკის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები მუზეუმ-ნაკრძალს სტუმრობდნენ
26-12-2019
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, მაღლაკის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები ქუთაისის, ნაზარიშვილის სახელობის, მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრნენ.
ვიზიტი საინტერესო და სახალისო გამოდგა. მოსწავლეებმა საახალწლო თემატიკაზე ნამუშევრები თავიანთი ხელით შექმნეს.
„ჩვენმა პატარა ჭრელა-ჭრულებმა საკუთარი პაწაწუნა ხელებით შექმნეს შედევრები. ეს დღე ძალიან ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული იყო მათთვის“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს