
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ნარინა ასატრიანის ხელმძღვანელობით ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ.
ისინი თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური თეატრის სპექტაკლს დაესწრნენ. სპექტაკლზე აკაკი წერეთლის „კინტო“ სომხურად იყო წარმოდგენილი.
„სპექტაკლით ნასიამოვნებმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სიამოვნებით დაესწრებიან ქართულ სპექტაკლებსაც“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები