კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში „სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა“ გაიმართა
26-12-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „სამუზეუმო ექსპონატების გამოფენა“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მე-20 საუკუნის საქართველოს 90-იანი წლები გააცოცხლეს. მათ სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს, ასევე იმ დროს საგნები გამოფინეს.
ღონისძიებამ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა. იგი საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მიერ იყო ინიცირებული.