ყელქცეულის საჯარო სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია ჩატარდა
27-12-2019
გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია -„ლექსია კაცის და ქვეყნის გულისტკივილი...“ წარმოადგინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების თემით მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ და ლიტერატურულ-მუსიკალურმა კომპოზიციამ ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა.
მისივე თქმით, მოსწავლეები, მასწავლებლები და ღონისძიების სხვა დამსწრე საზოგადოება ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.