მტირალას ეროვნულ პარკთან ავტომანქანა ხევში გადავარდა - ავარიას მოზარდები ემსხვერპლნენ
25-12-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში, მტირალას ეროვნულ პარკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

ხევში გადავარდნილ მსუბუქ ავტომობილში ახალგაზრდები ისხდნენ. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ წერს, დაღუპულებს შორის 17 წლის მოზარდები არიან. ისინი თანაკლასელები იყვნენ.

გარდაცვლილთა ცხედრები პროზექტურაში გადაასვენეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203