წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება ჩატარდა
25-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ზეიმი ჩატარდა. საზეიმო სამზადისში დაწყებითი კლასის მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ.

„დღეს ახალი წლის მობრძანება მოგვილოცეს I, I, II და III კლასის მოსწავლეებმა. (დამრიგებლები: თეა ჭუმბურიძე, ნანი თუთისანი, მარინე ქარქაშაძე , ნინო ლობჟანიძე).

საზეიმოდ იყო მორთული საკლასო ოთახები, ყველგან სიმღერა და ლექსის ხმა ისმოდა. ზეიმს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები. ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგა თოვლის ბაბუამ. აღსანიშნავია, რომ პატარებმა შექმნეს სასიამოვნო საახალწლო განწყობა, უსურვეს ყველას, 2020 წელი ყოფილიყოს მათთვის სიხარულის, ბედნიერების, სიუხვის და კეთილდღეობის მომტანი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203